რეკრუტინგისმენეჯმენტიდა პრაქტიკა
ისწავლე რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა რეალურ დასაქმების პროცესებზე დაყრდნობით: კანდიდატების მოძიება და სქრინინგი, გასაუბრება, ATS სისტემებთან მუშაობა და კანდიდატის გამოცდილების მართვა, მენტორის მხარდაჭერით. კურსს უძღვება 2 პრაქტიკოსი ექსპერტი.
- ლექტორები
- 2 პრაქტიკოსი
- ფორმატი
- ფიზიკურად ან ონლაინ
- დაწყება
- 21 სექტემბერი
- ხანგრძლივობა
- 1.5 თვე
- შეხვედრები
- 13 შეხვედრა, 66 სთ
- განრიგი
- სამ, ხუთ
ინსტრუმენტები, რომლებიც ისწავლება:
ExcelLinkedInATS სისტემებიAIDISCMBTIპრაქტიკული HR სისტემები, რომლებსაც რეკრუტერი ხვდება
კარგი რეკრუტერი ერკვევა არა მხოლოდ სორსინგსა და გასაუბრებაში, არამედ იმ HR ადმინისტრაციულ ლოგიკაშიც, რომელთანაც კანდიდატის დასაქმებისას უწევს კოორდინაცია - მაგალითად, შვებულების ნორმებისა და პირობების გაცნობაში. ეს დემო HR ხელსაწყო გიჩვენებთ, როგორ მუშაობს მსგავსი პრაქტიკული სისტემები: შეავსე დასაქმების დაწყების თარიღი, გამოყენებული დღეები და წლიური ნორმა, კალკულატორი დაგითვლის დარჩენილ და დღემდე დაგროვილ დღეებს.
შენი მონაცემები
ნაგულისხმევი 24 კალენდარული დღე შეესაბამება საქართველოს შრომის კოდექსის მინიმალურ ანაზღაურებად შვებულების ნორმას. რეალურ პრაქტიკაში ნორმა კომპანიის შიდა პოლიტიკით შეიძლება განსხვავდებოდეს.
შედეგი
გამოთვლა ეფუძნება მარტივ პროპორციულ მოდელს (წლიური ნორმა / 12 x ნამუშევარი თვეები) და გამოიყენება საგანმანათლებლო მიზნით. რეალურ ანგარიშსწორებაში გამოიყენება კომპანიის შიდა HR პოლიტიკა და შრომის კოდექსის ზუსტი წესები.
13 შეხვედრა, სამი ეტაპი
26 საათი ლექცია და 40 საათი პრაქტიკა. HR-ის როლიდან და მონაცემებთან მუშაობიდან შერჩევის სრულ პროცესამდე, Tech რეკრუტინგსა და კანდიდატის პროფაილინგამდე. კურსი მოიცავს პრაქტიკულ სამუშაოებს მენტორების მხარდაჭერით (საჭიროა კვირაში დაახლოებით 10 საათი).
კურსის ბოლოს
11 კონკრეტული შედეგი, სამუშაოს ანალიზიდან ATS სისტემებში კანდიდატის გამოცდილების მართვამდე.
გეცოდინება
- სამუშაოს ანალიზისა და დასაქმების საჭიროებების იდენტიფიცირების მეთოდები
- რეკრუტინგის საუკეთესო პრაქტიკები და შრომის ბაზრის ანალიზი
- კანდიდატების მოძიებისა და სორსინგის სტრატეგიები
- გასაუბრებისა და შეფასების მეთოდოლოგია
- ATS სისტემებთან მუშაობისა და კანდიდატის გამოცდილების მართვის პრინციპები
შეძლებ
- ვაკანსიის პროფილისა და დასაქმების გეგმის შექმნას
- კანდიდატების მოძიებასა და პირველად სქრინინგს
- სტრუქტურირებული გასაუბრებების ჩატარებასა და შეფასებას
- ATS სისტემაში კანდიდატის მოგზაურობის მართვას
- კანდიდატის გამოცდილების გაუმჯობესებას ყოველ ეტაპზე
- სამომავლო პროფესიებზე მორგებული რეკრუტინგ სტრატეგიის შემუშავებას
ლექტორები
2 პრაქტიკოსი, თითოეული საკუთარი მიმართულებით: რეკრუტმენტის სტრატეგია და მენეჯმენტი, IT & Tech რეკრუტმენტი.
ლიკა
კოვზირიძე
მმართველი პარტნიორი, SMART Support
20 წლის გამოცდილება მომსახურების სექტორში და 15 წლის მენეჯერული გამოცდილება. კარიერა დაიწყო კვლევით ინდუსტრიაში, შემდეგ განაგრძო ბიზნესის მხარეს, ხოლო 2015 წლიდან მუშაობს HR აუთსორსინგისა და კვლევის მიმართულებით მმართველ პოზიციებზე.
- Taylor Nelson Sofresკვლევითი კომპანია, კარიერის დასაწყისი
- საქართველოს ბანკითანამშრომელთა მართვა და სტრატეგიული დაგეგმვა
- Japan Tobacco Internationalთანამშრომელთა მართვა და სტრატეგიული დაგეგმვა
- SMART Supportდამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი (2023-დღემდე)
CU MBA და CIMA სერტიფიცირებული, დამატებით გავლილი აქვს Strategic Leadership Simulation (Michael Kouly), The Science of Well-Being (Yale University) და Certified Coach (Erickson Coaching International) პროგრამები.
სოფიო
კაჭარავა
განვითარების გუნდის ლიდერი, SMART Support
5 წლის HR რეკრუტმენტის გამოცდილება, IT & Tech მიმართულების რეკრუტმენტის ექსპერტიზით. მუშაობდა სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიებთან და მონაწილეობდა პროცესების გაციფრულებასა და ოპტიმიზაციაში.
- SMART Supportპარტნიორი, განვითარების მიმართულების ლიდი
მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბაკალავრის ხარისხი.
ადგილის დაჯავშნა
ფიზიკურად ან ონლაინ, 1.5 თვის განმავლობაში, 13 შეხვედრა.
ადგილები შეზღუდულია.
მოთხოვნები: სპეციალური წინაპირობა არ არის, სასურველია Excel-ში მუშაობის საბაზისო უნარები. საჭიროა კვირაში დაახლოებით 10 საათი პრაქტიკული დავალებებისთვის.
კურსის შემდეგ შეგიძლია ჩაერთო კარიერის განვითარების პროგრამაში: რეზიუმე, გასაუბრებისთვის მომზადება და პარტნიორ კომპანიებთან დაკავშირება.